“ეს წუთია თაღლითობის მსხვერპლი გავხდი!…”- რა შეემთხვა მაია ასათიანს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი წერს, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა და სოციალურად დაუცველი ოჯახის ნაცვლად, თანხა შეცდომით ვიღაც თვითმარქვიას გადაურიცხა.

“ეს წუთია თაღლითობის მსხვერპლი გავხდი! ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით დამიკავშირდნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება მთხოვეს. ვიდეო გავაზიარე ანგარიშის ნომრით!!! და მეც ცხადია თანხა ჩავრიცხე!!! ყველაფერი ფეიკი აღმოჩნდა!!! თანხა ვიღაც თვითმარქვია ნაძირალასთვის გადამირიცხავს”, – წერს სოციალურ ქსელში მაია ასათიანი.