აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ვებ-გვერდი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსებმა გაცვალეს მოსაზრებები უყრაინაში მიმდინარე ომზე. ბაიდენმა და შოლცმა გაიმეორეს “საერთო გადაწყვეტილება გააგრძელონ უყრაინის ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”.
“ამ მიზნით აშშ აპირებს უყრაინას მიაწოდოს ქვეითთა საბრძოლო მანქანები M2 Bradley, გერმანია კი უკრაინას Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანებს გადასცემს. ორივე ქვეყანა გეგმავს უყრაინული ძალების მომზადებას შესაბამისი ტექნიკის გამოყენებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ბაიდენმა და შოლცმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა გააგრძელონ უყრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით მხარდაჭერა. დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეის გადაცემა. გერმანია შეუერთდება აშშ-ს და უყრაინას Patriot-ის ბატარეას მიაწოდებს”, – ნათქვამია განცხადებაში.