საგარეო საქმეთა სამინისტრო: ოფიციალურად დადასტურდა ლიზა ქისტაურის გარდაცვალება

საქართველოს მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის, ანტვერპენში მცხოვრები ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ბელგიის პოლიციამ დაადასტურა.

როგორც “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს: “ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა.”

ცნობისთვის, გუშინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში საქართველოს მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.

ანტვერპენში მცხოვრები ლიზა ქისტაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე “აიპრესი” გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სადაც განგვიცხადეს “საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას”.