მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა

მადრიდის „რეალი“ ფეხბურთში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატის 37-ე ტურში მადრიდელებმა „ვილიარეალი“ ანგარიშით 2-1 დაამარცხეს.

 

37 ტურის განმავლობაში „რეალმა“ 86 ქულა დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე კი 79 ქულით „ბარსელონაა“.

ზინედინ ზიდანისთვის მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის რანგში ეს რიგით მეორე ჩემპიონობაა. მადრიდის „რეალი“ ესპანეთის 34-გზის ჩემპიონია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ივნისში ესპანეთის ჩემპიონატი განახლდა, „რეალმა“ ათივე ჩატარებულ თამაშში გაიმარჯვა.

“იმედი”