რომის პაპი – უყრაინის ომი ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსგავსია

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომს ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ადარებს.

დღეს, ვატიკანში დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ ომი უკრაინაში, სიკვდილისა და ნგრევის კვალის გამო, რომელსაც ის ტოვებს და შეტევები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსგავსია.

„დღეს მე ვალდებული ვარ კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ უაზრო კონფლიქტის დაუყოვნებელ შეწყვეტისკენ, რომლის შედეგები მთელ რეგიონშია, ასევე ევროპის ფარგლებს გარეთ, ენერგიისა და სურსათის წარმოების სფეროებში, უპირველეს ყოვლისა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, – აღნიშნა რომის პაპმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა უყრაინის ომის გავლენას „ყველაზე დაუცველ ადამიანებზე“ – ბავშვებზე, მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.