ირანმა ყოფილი პრეზიდენტის შვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ირანმა ყოფილი პრეზიდენტის შვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

აკბარ ჰაშიმის შვილი ფაეზეჰ ჰაშიმი ირანის მოქმედი რეჟიმის მოწინააღმდეგეა.

ის ჯერ კიდევ 2012 წელს დააპატიმრეს “ანტისამთავრობო პროპაგანდისთვის” და პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალეს.

2022 წლის სექტემბერში, ის კიდევ ერთხელ დააპატიმრეს თეირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე, როცა 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას აპროტესტებდა.

ადვოკატის განმარტებით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ სასჯელი საბოლოო არ არის.

უფლებადამცველმა ჰაშემის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების დეტალები არ დააკონკრეტა. თუმცა, სახელმწიფო მედიების ინფორმაციით, შარშან დაკავებისას თეირანის პროკურორმა მას ბრალი “სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის” წაუყენა.