ყაზახეთმა გერმანიისთვის ნავთობის მიწოდების თაობაზე რუსეთისგან თანხმობა მიიღო

ყაზახეთმა გერმანიისთვის ნავთობის მიწოდების თაობაზე რუსეთისგან თანხმობა მიიღო.

ყაზახეთმა, გერმანიისთვის ნავთობის მიწოდების თაობაზე რუსეთისგან თანხმობა მიიღო. ჯერჯერობით ეს სიტყვიერი შეთანხმებაა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა.

მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია გერმანიას 6 მილიონ ტონამდე საწვავი მიაწოდოს, თუმცა გერმანულ მხარეს მეტი სჭირდება.

– „ჩვენ ველოდით რუსეთის ფედერაციიდან ოფიციალურ დასტურს კოლეგებისგან, რადგან გამშვები პუნქტი მათ საზღვარზე გადის. სიტყვიერი დასტური მივიღეთ, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება. ჯერ-ჯერობით, ეს მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა, ჯერ წერილობითი დასტური არ მიგვიღია“ – განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ პირველი პარტიების გაგზავნისთვის აუცილებელია სატრანსპორტო ორგანიზაციებისგან თანხმობის მიღება.

წყარო: 7tv.ge