“გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს” – ხალხის ძალა

გურამ მაჭარაშვილი, ხალხის ძალის წარმომადგენელი – ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, კელი დეგნანის კომენტარს ითხოვს.

ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს კომენტარის გაკეთებას სთხოვს.

– “გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა.

გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

წყარო: newposts.ge