სტიქიამ ფოთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია , რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
,,ქალაქში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები , რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. დროებით გადაიხურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.ასევე, შეიქმნა სპეციალური კომისია , რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.,“- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, ფოთის მუნიციპალიტეტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები , მანქანები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები.