CNN: რუსეთის საარტილერიო ცეცხლი, ბოლო პერიოდში, 75%-ით არის შემცირებული

ბოლო პერიოდში რუსეთის საარტილერიო ცეცხლის მოცულობა 75%-ით არის შემცირებული, თუმცა უყრაინულ და ამერიკული წყაროებს მკვეთრი კლების გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გასულ დეკემბერს ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე 40 წლის წინ დამზადებულ ჭურვებს იყენებს, რაც სწორედ კლებად მარაგებზე მიუთითებს. ამასთანავე ამერიკული დაზვერვის ცნობით, რუსეთი ცდილობს საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეისგანაც მიიღოს.