ზელენსკიმ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უყრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ ოთხ დეპუტატს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ 10 იანვარს “Украинская правда” წყაროზე დაყრდნობით წერს.

განკარგულების თანახმად, ესენი არიან სახალხო დეპუტატები პრორუსული პარტიიდან “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისათვის”, რომელთა მანდატებიც შეჩერდა: ვიქტორ მედვედჩუკი, ტარას კოზაკი, რენატ კუზმინი, ასევე უფრაქციო ანდრია დერკაჩი.

გამოცემის ცნობით, ოთხივესთვის მანდატის ჩამორთმევა გეგმავს.

როგორც “ევროპული სოლიდარობის” სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ აღნიშნა, მანდატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს.

“მსგავსი ამბავი იყო რაბინოვიჩთან – მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, მას მანდატი ჩამოართვეს”, – წერს პარლამენტარი.