პოლონეთი უყრაინისადმი F-16 თვითმფრინავების გადაცემას ნატოს ფარგლებში პარტნიორებთან განიხილავს.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც პოლონეთი უყრაინას აწვდის, ხორციელდება “ნატოს ფარგლებში პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანხმობის ფარგლებში”.
“როგორც იცით, თვითმფრინავების საკითხი ჩვენ პარტნიორებთან განიხილება”, – დასძინა რაუმ.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა არ ითვალისწინებს ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე დეტალების გაჟღერებას, როგორებიცაა უყრაინისადმი გადაცემული შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის სახეობები და რაოდენობა.