„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ჩიქოვანი POSTV-ის ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს ცრუ დასმენის გამო პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.
ჩიქოვანის განმარტებით, საქმე ეხება POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან თათია სამხარაძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო.