ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს პერმანენტული კომუნიკაცია ნატო-ს წარმომადგენლებთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სურს, ჰქონდეს პერმანენტული კომუნიკაცია ნატო-ს წარმომადგენლებთან.

„კოლომინას ვიზიტი მნიშვნელოვანია. მაღალ დონეზე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს პერმანენტული კომუნიკაცია ნატო-ს წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ამ მაღალი დონის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საგანგებო წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტით 24 მაისს იმყოფებოდა.