ლევან ხაბეიშვილი – როცა მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია მკვლელი პუტინის წინააღმდეგ და ამასობაში საქართველოს უჭირავს კრემლის პოზიცია

ევროკავშირის წევრობა რომ გინდა, იმ ომში, სადაც ცივილიზებული სამყარო არის მკვლელი პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული, შენ არ უნდა შეეკრა ტერორისტ პუტინს, რომელიც 123 ქვეყანაში იძებნება და ჰააგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სამხედრო დამნაშავე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ თამაშის ის წესები არ დააარღვიოს, რაც აქვს ევროკავშირს და ცივილიზებულ სამყაროს.

ლევან ხაბეიშვილი - როცა მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია მკვლელი პუტინის წინააღმდეგ და ამასობაში საქართველოს უჭირავს კრემლის პოზიცია

„მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის 20% რომ ოკუპირებულია, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ სხვა ქვეყნებს ვთხოვდეთ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პუტინთან ომში უკრაინის დახმარებას. როცა საპირისპიროდ ხდება, მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია მკვლელი, ტერორისტი პუტინის წინააღმდეგ და ამასობაში საქართველოს უჭირავს კრემლის პოზიცია, ეს არის ძალიან, ძალიან არასასიამოვნო ფაქტი და ანტისახელმწიფოებრივიც“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს“.