გლდანში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია

თბილისში, გლდანში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა.