,,როიტერი“ – კოლორადოს სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია

კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
,,როიტერი“ - კოლორადოს სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ტრამპის „ქცევა და სიტყვები იყო კაპიტოლიუმის თავდასხმის ფაქტობრივი მიზეზი და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი“.

ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ ჰქონდა ურთიერთობა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თავდასხმაში და რომ მისი კომენტარები შემთხვევის წინ დაცული იყო სიტყვის თავისუფლების კანონით.

მოსამართლე სარა უოლესმა არ გაითვალისწინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების პოზიცია, თითქოს ტრამპის განცხადებები სიტყვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდენია. მიუხედავად ამისა, სარა უოლესმა მიიჩნია, რომ ტრამპის კანდიდატურის მოხსნა დაუშვებელია, ვინაიდან აკრძალვა ვრცელდება ფედერალური თანამდებობის დაკავების მსურველებზე, მაგრამ არა პირზე, რომელმაც პრეზიდენტის ფიცი დადო და კვლავ პრეზიდენტად იყრის კენჭს.