პროპალესტინელი დემონსტრანტების მიჩიგანის უნივერსიტეტში შეჭრის ფაქტზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა

პოლიციამ განაცხადა, რომ 40 ადამიანი დააკავა, დაშავდა ორი პოლიციელი მას შემდეგ, რაც პროპალესტინელი მომიტინგეების ჯგუფი აშშ-ში მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიჭრნენ.

პოლიციის უფროსის მოადგილე მელისა ოვერტონი აცხადებს, რომ 200-მდე დემონსტრანტმა პოლიციის კორდონი გაარღვია და შეიჭრა შენობაში, სადაც უნივერსიტეტის პრეზიდენტის, სანტა ონოს ოფისი მდებარეობს.

შიგნით შესვლისას, მომიტინგეები  მოუწოდებდნენ უნივერსიტეტს „ზურგი შეაქციოს ისრაელს“ და აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს.