რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეძებენ გზებს, როგორ გაუმარტივდეთ პარლამენტში მოხვედრა. მათი ერთადერთი მიზანი პარლამენტი ყოფნაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში მოსახვედრად შანსები ძალიან მცირე აქვს.

„ეძებენ გზებს, როგორ გაუმარტივდეთ პარლამენტში მოხვედრა. ე.ი. ამ ადამიანების ერთადერთი მიზანი პარლამენტი ყოფნაა და აქ მთავრდება მათთვის ყველაფერი. აქედანაც ჩანს ჩვენს შორის ღირებულებითი სხვაობა.

რაც შეეხება ზოგადად მათ გზებს, ძალიან ბევრს ნუ ეძებენ, რადგან მათ პარლამენტში მოხვედრის შანსები ძალიან მცირე აქვთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საარჩევნო ბარიერის დაწევა ოპოზიციის დღის წესრიგშია მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ამ საკითხის განხილვას არ აპირებს. პარალელურად ოპოზიცია აქტიურ მზადებას იწყებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზა მათ გაერთიანებაშია. მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ ოპოზიცია რეალობას დიდი ხანია დაშორდა და მათი ერთადერთი მიზანი პარლამენტში მოხვედრაა.