უკრაინა მართლმადიდებელი ქვეყანა იყო — უახლოეს წარსულში, მაგრამ დღეს აღარ არის — აიკრძალა რადას მიერ. განხეთქილება უკრაინის ეკლესიაში, წაქეზებული პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ — ამერიკელთა დავალების შემსრულებლის, ზელენსკიმ ბოლომდე მიიყვანა. უკრაინის მართლმადიდებლობის გაუქმებაზე არაფერი წერია 12-პუნქტიან დავალებაში, მაგრამ იგულისხმება.
ევროკომისიამ, საქართველოს რომ რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, უკრაინას და მოლდოვას დაპირდა ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყებას. მოლაპარაკებების პროცედურა ხანგრძლივია და ძნელი სავარაუდოა, როდის დასრულდება.
მოლაპარაკებების დაწყება აბსტრაქტული გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი, ვინაიდან არვინ იცის უკრაინის მომავალი საზღვრები ან საერთოდ იქნება თუ არა უკრაინა. შესაძლოა ის, ისე გაქრეს, როგორც უკრაინის მართლმადიდებლობა. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ვითომ მორწმუნე ქართულ პოლიტიკას?
თუ მართლმადიდებლობის გაუქმებიდან გამდინარედ ვივარაუდებთ, არც არაფერი. არც ერი შეიწუხებს თავს და არც ბერი. შესაშური გულგრილობით ვართ დაავადებული, თორემ ერთ სიტყვას მაინც შევაწევდით მართლმადიდებელი ქართველები გაუქმებულ მართლმადიდებელ უკრაინას?
მაინც რა აშინებს ქართულ პოლიტიკას — რუსეთთან პირდაპირ დარჩენა თუ მსგავსი განცხადებების არ გაკეთებით უცხოური დაფინანსების შეწყვეტა?
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის და დღეს რომ ვარსებობთ, რუსეთის დამსახურებაა. მას წამითაც არ გასჩენია საქართველოს შეჭმის სურვილი. პირიქით, ყველანაირად გვეხმარებოდა, ხელს გვიწყობდა მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაში; ტრადიციების, ცხოვრების წესის შენარჩუნებაში. მაგრამ ქართულ პოლიტიკას წარსული არ აინტერესებს, მითუმეტეტს, როდესაც დასავლეთიდან ნეგატიურის მოთხოვნაა შესასრულებელი.
რადაში ზელენსკის გახმოვანებული წინადადებები შემთხვევით არ მომიყვანია. მსგავსის გაკეთება ჩვენც გვევალება. გულუბრყვილობაა ზოგიერთი პარლამენტარის განცხადება — სტატუსი მოგვანიჭონ და შემდეგ ჩვენ ვიცით შევასრულებთ თუ არა ბრიუსელის დავალებებსო.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით, ევროკავშირი შეეცდება რუსეთის ამიერკავკასიიდან გაძევებას, რის შესახებაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა თქვა — დასავლეთს ეს არ გამოუვაო.
ლავროვს პასუხი ქალაქის მერმა, კალაძემ გასცა, მისთვის ჩვეული უზრდელობით — გვახსოვს, როგორ დარბოდით ბრიუსელში, საქართველოსთვის სტატუსი რომ არ მიენიჭებიათო.
როგორც ჩანს, კალაძეს რუსეთი და საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აერია ერთმანეთში. სწორედ ისინი დარბოდნენ ბრიუსელში, „ოცნების“ ჯიბრზე, კანდიდატობის სტატუსი რომ არ გაეცათ.
ისე, კაცმა რომ თქვას, რა შუაშია ქალაქის მერი კალაძე, „ავტოატვეტჩიკივით“ წამდაუწუმ რომ პასუხობს შინაურს თუ გარეულს?
გაპარტახებული ქალაქის მერს პოლიტიკური პასუხებისთვის არ უნდა ეცალოს. მას ცოცხი უნდა ეჭიროს ხელში და ქალაქს ასუფთავებდეს, ალაგებდეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი