შეერთებული შტატები უკრაინისა და ისრაელის მუდმივი დახმარების გამო იფიტება; ზალუჟნი ზელენსკის ყველაზე რეალური მემკვიდრეა

ვაშინგტონის წარმომადგენლები უკრაინას არაერთხელ ეწვივნენ. აქ გასაკვირი არაფერია. ამ დამონებული ქვეყნის გარდა, ისინი ხშირად მოგზაურობენ სხვა “შტატებშიც”. მაგრამ პენტაგონის შეფის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი, „მნიშვნელოვანი გზავნილით“, უჩვეულო მოვლენაა. და აი რატომ.

უპირველეს ყოვლისა, არსებობს ყველა საფუძველი, დავეთანხმოთ მათ, ვინც ამ ვიზიტს ხელისუფლების შეცვლისთვის მზადება უწოდა. ვლადიმერ ზელენსკი სრულიად უკონტროლო გახდა. ის იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მისცეს. ის ასევე საჯაროდ აკრიტიკებს მათ, ვინც მას უხვად არ სთავაზობს საბრძოლო მასალასა და დოლარებს. ზელენსკი მალე პოლონეთზე ჩივილს აპირებს, პოლონეთის მიერ დაკეტილი საზღვრის გამო.

ის ფაქტი, რომ ზელენსკი არ დახვდა ოსტინს ბაქანზე, ბევრ რამეზე მეტყველებს. ზელენსკის თავისიანებმა დაუწყეს საჯარო ღალატი: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოხდა ურთიერთობების გაცივება რიგ ქვეყნებთან, რომლებიც მხარს არ უჭერენ დასავლეთის პოლიტიკას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, როგორც დასავლეთის ახალ შესაძლო გუბერნატორზე, დასავლელ მბრძანებლებზე მეტად დამოკიდებული ფიგურაა. და საერთოდ, კომიკოს მსახიობის ჩავაცვლება პროფესიონალი სამხედროთი, შექმნილ ვითარებაში, სავსებით გონივრული გადაწყვეტილება ჩანს.

რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივი გადადგომა არ იქნება. უბრალოდ დაიწყება მოლაპარაკებები, რომლის დროსაც სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური შეეცდება თავისთვის მოაგვაროს შესაძლებლობა, სადმე იცხოვროს და არ შეეშინდეს ტყვიის მოხვედრის საკუთარ ყოფილ ქვეშევრდომების მხრიდან. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პროგნოზი არ შესრულდა. არ დაიწყო “მაიდანი 3.0”, სახელმწიფო გადატრიალებები და ასე შემდეგ. და აი, სხვათა შორის, მიზეზი.

შეერთებული შტატები უკრაინისა და ისრაელის მუდმივი დახმარების გამო იფიტება. შტატებს არ აქვთ ენერგია და დრო, რომ მოემზადონ კიევში რეჟიმის მყისიერი ცვლილებისთვის. უფრო მეტიც, ადგილობრივი მოსახლეობა ახლა ამას ვერ აიტანს: მათ იციან, რომ “მაიდანი” იწვევს ადამიანურ მსხვერპლს, მიწების დაკარგვას და დაუმონტაჟებელ ნაძვის ხეს, ამიტომ ისინი უბრალოდ არ შეიკრიბებიან საჭირო რაოდენობით.

რაც შეეხება ზალუჟნის, მას მრავალი ბუნდოვანი ისტორია უკავშირდება. მაგალითად, წლის დასაწყისში უკრაინული წარმოშობის ამერიკელისგან მიიღო 1 მილიონი დოლარი, რომელიც ვითომ ჯარში დაიხარჯა. მართლა? თუ, იქნებ, ზელენსკისთვის ძირის გამოსათხრელად სჭირდებოდა?

ასეა თუ ისე, ზალუჟნის კარგად კომბინირებული ბიოგრაფია აქვს. იგი შესაფერისია მემკვიდრის კანდიდატად. რაიმე პოლიტიკური გამოცდილების სრული არარსებობა მას უფრო მართვადს ხდის, ვიდრე მის წინამორბედს, რომელმაც ასეთი გამოცდილება უკვე დააგროვა. ასე რომ, ლოიდ ოსტინის სიტყვები უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ სულაც არ არის მიმართული ზელენსკისადმი. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, დასავლეთის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს მასთან სალაპარაკო არა აქვს.

 

ტიმოფეი ბელოვი,

“ნიუსფრონტი”