ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის: ისრაელმა ჩაიდინა ეს დანაშაულები არა გაუცნობიერებლად ან შეცდომით, არამედ განზრახ! – ერდოღანი

ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის: ისრაელმა ჩაიდინა ეს დანაშაულები არა გაუცნობიერებლად ან შეცდომით, არამედ განზრახ! - ერდოღანი

ერდოღანის თქმით, ისრაელმა ჩაიდინა ეს დანაშაულები არა გაუცნობიერებლად ან შეცდომით, არამედ განზრახ.

„ბირთვული უსაფრთხოების სახელით, წევრ ქვეყნებს საშუალება აქვთ, მიმართონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და მოითხოვონ მონიტორინგის მექანიზმი. ჩვენ ახლა გავააქტიურებთ ამ პროცესს. იქ მოიწვევენ გამგეობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს.

მათ ეს უნდა გაუგზავნონ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს. შესაძლებელია, შეერთებული შტატები დაუდგეს ისრაელს გვერდით და იქ ვეტო დაადოს ამ საკითხს. ჯერჯერობით ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი განაცხადი ოფიციალურ ჩანაწერებში ჩნდება და მისი წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რეგიონში სტრატეგიული ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ აქედან ზეწოლას. ჩვენ, როგორც თურქეთი, ვაკეთებთ ამ მოწოდებას. ისრაელის ბირთვული იარაღი ეჭვგარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. ჩვენ ამას მივყვებით. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, არ შეეშვას ამ საკითხს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.