“ოღონდ ეგ არ გეთქვა!” – ენტონი ბლინკენის იშვიათი რეაქცია, როდესაც ბაიდენმა მისი შრომა წყალში ჩაყარა!

ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ჩანს საკმაოდ დიდი იშვიათობა – უმაღლესი რანგის დიპლომატის დაუფარავი ადამიანური რეაქცია, როდესაც აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში, მას საჯაროდ “დიქტატორი” უწოდა.

აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, ჩინეთთან ურთიერთობები დროებით მაინც მოეგვარებინა, ბაიდენმა კი, თავისი მორიგი სკლეროზული გამოსვლით, მისი შრომა წყალში გადააგდო.

“ოღონდ ეგ არ გეთქვა!” – ასე დავასათაურეთ ენტონი ბლინკენის რეაქცია ბაიდენის სიტყვებზე, რომელიც ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. თქვენ როგორ დაასათაურებდით ამავე ვიდეოკადრებს?