რა ამინდია მოსალოდნელი 28 თებერვლამდე საქართველოში

28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

რა ამინდია მოსალოდნელი 28 თებერვლამდე საქართველოში

„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.