ზელენსკი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს – Factor TV

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს, – ამის შესახებ RBC უკრაინა Factor TV-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია წერს, ვიზიტის საბოლოო თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. უკრაინულ მხარესთან პირობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანს მარტში ეწვევა“, – წერს გამოცემა.

სომხეთში უკრაინის დროებითი რწმუნებული, ვალერი ლობაჩი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს.