ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 40 დეპუტატი, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. პირველ თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართა, სადაც წევრი ქვეყნის ლიდერები უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.