ჯონ კირბი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

J

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა.

“რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას შეუძლია ისაუბროს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, ნატოს გენერალურმა მდივანმა გამორიცხა ნატოს ნებისმიერი ჯარისკაცის უკრაინაში საბრძოლველად ყოფნა”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.