ბოტსვანის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ გერმანიამ 20.000 სპილო იჩუქოს

გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური მინისტრის შტეფი ლემკეს (“მწვანეთა პარტია”) საკანონმდებლო გეგმებით გაბრაზებულ, აფრიკის სახელმწიფო ბოტსვანას პრეზიდენტ მოგკვეესი მასისის სურს, გერმანიას 20000 სპილო საჩუქრად გადასცეს.

ის ფაქტი, რომ გერმანელ მინისტრს ბოტსვანაში მოპოვებული სანადირო ნადავლის იმპორტის აკრძალვა სურს, აფრიკულ სახელმწიფოში სიღარიბეს და ბრაკონიერობას უწყობს ხელს და აზიანებს ქვეყანას, – განუცხადა ბოტსვანას პრეზიდენტმა მოკგვეცი მასისიმ გერმანულ „ბილდს“ გასულ ოთხშაბათს. გერმანელებმა „ცხოველებთან ერთად ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ცდილობენ, რომ ჩვენ გვაიძულონ“, – თქვა მასისიმ და დასძინა: „ეს ხუმრობა არ არის“.

ცხოველთა ნაირსახეობების წარმატებული დაცვის წყალობით, მის ქვეყანას ახლა 130 000-ზე მეტი სპილო ჰყავს, რაც აფრიკის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არსებულ პოპულაციებზე ბევრად მეტია -ამბობს პრეზიდენტი მასისი. არსებობს “ჭარბი პოპულაცია” მუდმივი ზრდით. ამიტომ ბოტსვანამ უკვე აჩუქა მეზობელ ანგოლას 8000 სპილო. ”ამიტომაც გვინდა, ასეთი საჩუქარი შევთავაზოთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას”, – თქვა მან. “არა-ს არ ვიღებთ პასუხად.”

ბოტსვანაში სპილოები ადამიანებს თავს ესხმიან და მათ მოსავალს ფეხქვეშ ანადგურებენ, ნადირობა სპილოების პოპულაციის რეგულირების მნიშვნელოვანი საშუალებაა. ამიტომ, მასისი ამბობს, რომ გერმანიაში ეს თუ არ ესმით, გაიგებენ, როდესაც 20 ათას სპილოს იჩუქებენ. ამასთან, ბოტსვანის პრეზიდენტი პირობას აყენებს,  სპილოები გერმანიაში ველურ ბუნებაში უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ეს ევროპელ “მწვანეებს” შეშვენით.