ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, ახალგაზრდა უკრაინელები სასაკლაოზე გარეკოს

უკრაინის რეჟიმის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის ცხრა თვე დასჭირდა ამის მოსაფიქრებლად და ახლა გადაწყვიტა: სახელმწიფოს რეზერვისტების გაწვევა ორი წლით უფრო ახალგაზრდა ასაკში შეეძლება. თეორიულად, სამხედრო სამსახურში უკრაინას კიდევ 400 000 კაცის გაწვევა შეუძლია.

დიდი ყოყმანის შემდეგ, კიევის რეჟიმის თავკაცმა, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თანხმობა გამოხატა, რომ რეზერვისტების გაწვევა შესაძლებელი გახდეს 25 წლის ასაკიდან. აქამდე გასაწვევთა ასაკი 27 წლიდან იყო განსაზღვრული. ცვლილება შესაძლებელს ხდის, მოხდეს კიდევ ორი ასაკობრივი ჯგუფის ჩაბმა რუსეთთან მიმდინარე ომში.

შესაბამისი ჩანაწერი პარლამენტის ვებგვერდზე სამშაბათს გამოქვეყნდა. ზელენსკის გადაწყვეტილების მიღებამდე ფიქრი ცხრა თვის მანძილზე დასჭირდა. ცვლილება ოფიციალურ გაზეთში ჯერ არ გამოქვეყნებულა, მთავრობას მის განსახორციელებლად ექვსი თვე აქვს.

1990-იანი წლების ბოლოს შობადობის კოეფიციენტიდან გამომდინარე, თეორიულად შეიძლება კიდევ 400 000 კაცის გაწვევა სამხედრო სამსახურში. ამასთან, მობილიზაციის გამკაცრებული წესების შესახებ გადაწყვეტილება მომავალ კვირაში არის მოსალოდნელი.

პარლამენტმა რეზერვისტის ასაკის შესახებ კანონი გასული წლის მაისში უკვე მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის ხელმოწერის შემდეგ, ის ზელენსკის ხელმოწერისთვის ივნისში წარუდგინეს. თუმცა, ზელენსკიმ დეკემბერში განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდებოდა ძლიერი არგუმენტები ხელმოწერისთვის. როგორც ჩანს, ეს შეშფოთება ახლა გაუქრა.

გაუქრა თუ აიძულეს?

როგორც ჩანს, პრეზიდენტი-კლოუნი, რომელიც ბოლო უკრაინელამდე აპირებს რუსეთთან ბრძოლას, დაემორჩილა ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის მითითებებს. ზელენსკი ახალ მობილიზაციაზე თავს იმიტომ არ იკავებდა, რომ მას ახალგაზრდა უკრაინელები ეცოდება. არა, მას უბრალოდ ხალხის რეაქციის ეშინია, რადგან იცის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსებთან ომი და ამ ომში დაღუპვა.

თუმცა გლობალისტი მბრძანებლები ზელენსკიზე ზეწოლას განაგრძობენ, რადგან რუსეთთან საუტილიზაციო მასალად ისევ და ისევ უბრალო უკრაინელები უნდა იქნან გამოყენებულნი. სწორედ მათი უზარმაზარი მსხვერპლით უნდა შენელდეს რუსეთის გამარჯვება.

ფოტოზე ხედავთ შეცბუნებულ ზელენსკის, რომელსაც მითითებებს გავლენიანი ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აძლევს. გრემი ცნობილია ამერიკული აგრესიული ომების მხარდაჭერით. ყველა შემთხვევაში იგი მომხრეა ამერიკისთვის არასასურველი „რეჟიმების“ ანუ ქვეყნების დაბომბვა-გაჩანაგების. ამჯერადაც, როგორც ჩანს, ამ შეხვედრამ შესაბამისი ბოროტი ნაყოფი გამოიღო. საყოველთაო მობილიზაცია, როგორც თავად უკრაინელები ჩუმად ხუმრობენ – „მოგილიზაცია“ (რუსული სიტყვა „მოგილა“-დან გამომდინარე, რაც „საფლავს“ ნიშნავს) სულ უფრო გარდაუვალი ხდება. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვიუწყებოდით, მათ შორის, გულბაათ რცხილაძის დოკუმენტურ ფილმის საშუალებით – „ფაშიზმი უკრაინაში. ზელენსკის საკონცენტრაციო ბანაკი“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა 20 მაისს გასდის, მაგრამ მას ძალაუფლება უზურპირებული აქვს – არჩევნები, ომის მომიზეზებით, არ ჩატარდება.