ენტონი ბლინკენი – უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა

უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ენტონი ბლინკენი - უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა

„აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დახმარების შესახებ მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა“, – აღნიშნა ბლინკენმა.