ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში ისრაელის გუშინდელი სამხედრო დარტყმისას უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ – გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისას უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ.

„სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ჩვენმა ძალებმა უნებლიეთ დაარტყეს უდანაშაულო ხალხს ღაზის სექტორში. ასეთი რამ ხდება ომში. ჩვენ ბოლომდე შევამოწმებთ და კავშირზე ვიმყოფებით მთავრობებთან. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას საქველმოქმედო ორგანიზაციის „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.