ანრი ოხანაშვილი: საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ რისთვის ფინანსდება, ეს არის გამჭვირვალეობის ელემენტარული სტანდარტი

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გარედან შემოსული დაფინანსების და მისი მიზნობრიობის გარკვევას, საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ რისთვის ფინანსდება, ეს არის გამჭვირვალეობის ელემენტარული სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომოტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი: საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ რისთვის ფინანსდება, ეს არის გამჭვირვალეობის ელემენტარული სტანდარტი

მისი თქმით, გასულ წელს, გარკვეულმა პირებმა დეზინფორმაციული კამპანია ისეთი შტურმით აწარმოეს, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.

„ჩვენც ვავსებთ დეკლარაციას, რაც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გამოვლენაა. როცა ფინანსები ქვეყანაში შემოდის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მიზნებისთვის იხარჯება. აქ ვინმეს დასჯაზე საუბარი არ არის. ეს არ შეეხება ინდივიდუალურ პირებსა და სპორტულ ფედერაციებს, ეს არის მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თუ მათი წლიური შემოსავალი 20 პროცენტს აღემატება. თუ გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მოქმედებ, მაშინ რა შეიძლება იყოს კონტრარგუმენტი? – განცდა გვაქვს იმის, რომ საზოგადოება კარგად ხვდება, თავის დროზე საქმე რასთან გვქონდა. დეზინფორმაციული კამპანია ისეთი შტურმით აწარმოეს, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი. ეს არ არის დაჩქარებული პროცედურა, საკმარისი დროა მსჯელობისთვის. კეთილი ინებონ, არგუმენტები მოიტანონ, რას უპირისპირებენ ცვლილებებს. საუბარი აღარ არის ტერმინზე აგენტი, რაც ხელზე ჰქონდათ დახვეული. მაშინვე ვთქვით, რომ ტერმინს შევცვლიდით, მაგრამ დეზინფორმაციული კამპანიის შტურმი მაინც მიმდინარეობდა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება” საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.