ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ

გთავაზობთ ლეგენდარული ფეხბურთელების და მწვრთნელების შეფასებას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

მარჩელო ლიპი : „ჩემი აზრით, ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ მომენტში და სიტუაციაში საინტერესოდ თამაშობს. ნაპოლის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია არის.”

ფრანჩესკო ტოტი: „ხვიჩა ჩემთვის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდამ მცველის მოტყუებაზე თამაშობს”.

ჯენარო გატუზო: „კვარა ჯორჯ ბეტს მაგონებს, რადგან ის საოცარ ფინტებს მის მსგავსად საოცრად ბსუბუქად ასრულებს”.

ალესანდრო დელ პიერო: „კვარა თამაშობს საოცარი ვნებითა და სურვილით, მისი ტექნიკა გასაოცარია”.

მასიმო მორატი: „კვარაცხელია აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს”.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი : “კვარაცხელია ძალიან ძლიერია”

კარლო ანჩელოტი – “კვარაცხელია ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე ითამაშებს”

ხავი – ” კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”