დავით მათიკაშვილი – პარტნიორები შანტაჟის ენით ერთმანეთს არ ესაუბრებიან

პარტნიორები შანტაჟის ენით ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მით უმეტეს, იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ამდენად ნათელი და ცალსახაა, რომელიც ასევე იმ ქვეყნებში მოქმედებს, ვისგანაც ეს შანტაჟი და მუქარა მომდინარეობს”, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, რამდენიმე ხნის წინ სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ დასანქცირდა შეერთებული შტატებიდან რამდენიმე მოსამართლე, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, მათი გვარებისა და სახელების სააშკარაოზე გამოეტანათ.

“ასეთი შეცვლა ტონში და დასანქცირებული პირების დაფარვა ცალკე მეტყველებს გარკვეულ მოცემულობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციას ახასიათებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც არაერთ ათწლეულს ითვლის, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული რელსებით გაგრძელდება და არ იქნება შანტაჟის, ძალადობის, ხელების გადაგრეხის და ამ ფორმით იძულების სახით წარმოდგენილი. დამერწმუნეთ, ეს თითოეული ქართველისთვის არის ძალიან მძიმედ გასაგები და აღსაქმელი, როდესაც ვინმე ასეთი ძალმომრეობის ენით გესაუბრება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.