ქადაგიძის თქმით,  საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები, საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები, საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია, საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება – არ იყო საკმარისი “მეგობარი აქტის”-მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?! თუმცა, ესეც იმავე “ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია.
მისივე თქმით, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს, ვითომ  აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს.
„ინდიელი ბელადი
ნაკოლკები ყელამდი
განდონები ფერადი,
მგონი ბუშტი გეგონა
ბეჯითად, რომ ბერავდი.”
ჰო და – ბეჯითად გაბერილი, ახალი ბუშტი გაგვიმზადეს კოლექტიური ნაც-მოძრაობის ლობისტებმა  და დაარქვეს “მეგობარი აქტი”…
ოღონდ, აქამდე რით ვერ გაამართლა მეგობრობა საქართველომ, რომ თუნდაც თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და სულ მცირე, პირდაპირი ფრენები დაეწესებინათ გაურკვეველია…
თითქოს –
* საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები;
* საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები;
* საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია;
* საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, არ იყო საკმარისი “მეგობარი აქტის”-მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?!
თუმცა –
ესეც იმავე “ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია.
თითზე ჩამოსათვლელი კონგრესმენები იმსჯელებენ და კრება დარჩება მხიარული.
უბრალოდ ახლა, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს, ვითომ  აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს…
მოკლედ, ბეჯითად დაბერეს ფერადი ბუშტი და კოლექტიურ ნაც-მოძრაობას უგზავნიან, რომ ამათაც, სხვა უსამშობლოებს გადაუნაწილონ “ბედნიერი მომავლის” პერსპექტივა…
ოღონდ, ეგ ბეჯითად დაბერილი ბუშტი, რომ ბუშტი არ არის?!”-წერს ზურაბ ქადაგიძე.