უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაზე მასიური დარტყმისთვის ემზადებიან – სამხედრო ექსპერტი

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება და თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მასიურ განადგურებას ყირიმში, რადგან ისინი ემზადებიან მომავალი დარტყმებისთვის, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა პავლო ნაროჟნიმ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემა ნადგურდება, ATACMS-ის რაკეტები დიდი რაოდენობითაა გამოშვებული. ყოველი სისტემის განადგურებისთვის მინიმუმ ერთი ATACMS გამოიყენება. საჰაერო სისტემები, როგორიცაა S-400, რუსეთს ბევრი არ აქვს, ღია მონაცემებით ცნობილია 54 ერთეულის შესახებ“, – აღნიშნა ნაროჟნიმ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგის S-300 და S-400 სისტემების განადგურება ყირიმსა და ბელგოროდის რეგიონში არის არა მხოლოდ მომზადება მომავალი დარტყმებისთვის, არამედ უსაფრთხო პირობების შექმნა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამხრეთ უკრაინასა და ხარკოვის ოლქში.