რუსებმა აიღეს ივანოვკა ჩასოვ-იართან – DeepState

რუსეთის ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში დაწინაურდნენ. კერძოდ,  დაიკავეს დონეცკის ოლქი ივანოვკა, – ამის შესახებ DeepState-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, წერს უკრაინული მედია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსები, ასევე, დაწინაურდნენ ნოვოპოკროვსკის და სტარომაიორსკის მახლობლად.

„რუსეთი ნოვოპოკროვსკის მახლობლად, სტარომაიორსკში დაწინაურდა და ივანოვსკი აიღო“, – ნათქვამია შეტყობინებაში

რუსების მიერ ივანოვსკის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. ონლაინ რუკების მიხედვით, მანძილი ივანოვსკიდან ჩასოვ-იარამდე 10 კილომეტრზე ნაკლებია.