ორბანი: ვერცერთი სერიოზული ადამიანი ვერ იტყვის, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას აპირებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი, შესაძლოა თავს ნატოს დაესხას. ამის შესახებ ორბანმა გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვერც ერთი სერიოზული ადამიანი ვერ იტყვის, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას აპირებს“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანი დარწმუნებულია, რომ ნატოზე თავდასხმა აბსოლუტურად შეუძლებელია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ნებისმიერისთვის მსოფლიოში, რადგან ის დღეს ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია.

ორბანმა აღნიშნა, რომ ნატოს ყველა ქვეყანა ერთგულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს ერთ მოკავშირეზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე.