აფხაზეთის საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციას რესპუბლიკაში შესვლაზე უარი უთხრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიზეზი 21-22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება გახდა.
ამავე ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად მიიღეს.
„ბოლო დროს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანათავმჯდომარეები ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს, მოლაპარაკებათა რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა” , – ნათქვამია ინფორმაციაში.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანათავმჯდომარეების ქმედებებს მიკერძოებული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი აფერხებენ მოლაპარაკების პროცესს და დამატებით საფრთხეს უქმნიან რეგიონში სტაბილურობას.