“მოვიდა დრო…“ – სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ შეახსენა ერდოღანს, რომ შვედეთი ნატოში უნდა გაწევრიანდეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს COP28 კლიმატის სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ „მოვიდა დრო, შვედეთს მივცეთ საშუალება, გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი“. ამის შესახებ სტოლტენბერგმა AP-თან ინტერვიუში განაცხადა.

გენერალური მდივნის თქმით, ერდოღანთან შეხვედრაზე მან თურქეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის წევრობის პროტოკოლის რატიფიცირების პროცესის დასრულებისკენ მოუწოდა.

„შევხვდი პრეზიდენტ ერდოღანს ამ დილით და გავიმეორე ჩემი გზავნილი, რომ დადგა დრო, რომ დასრულდეს შვედეთის გაწევრიანების პროცესი,” – თქვა ერდოღანმა.

სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია როდის ელოდება რატიფიცირების დასრულების პროცესს.

„ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ მივესალმები იმ ფაქტს, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის პარლამენტს სარატიფიკაციო დოკუმენტები წარუდგინა“, – აცხადებს სტოლტენბერგი.