რუსულმა ძალებმა ფრონტის მთელ ხაზზე ინიციატივა დაიბრუნეს და შეტევითი ოპერაციების განხორციელება შეუძლიათ. ამას აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) აღიარებს.
ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ISW-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემდეგ დაიბრუნეს. ახლა კი სწორედ რუსული ძალების მეთაურობა გადაწყვეტს თუ სად, რა დროს ჩაატარონ შეტევითი ოპერაციები უკრაინაში.
ამ დროს კი უკრაინული ძალები აქტიურ თავდაცვაზე გადავლენ და სტრატეგიული ინიციატივა რუსების ხელში გადავა. მათ რეზერვებით მანევრირების შესაძლებლობაც ექნებათ და გადაწყვეტს თუ სად და რომელი რეზერვი გამოიყენოს. ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის ფედერაცია სტრატეგიულ ინიციატივას შეინარჩუნებს.
უკრაინას რუსული ძალებისთვის ამ გეგმებისთვის ხელის შეშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის საკმარის შეიარაღებას მიიღებს, რათა საკუთარი შეტევები განახორციელოს.