ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები სირიის ცენტრალურ რეგიონზე, ასევე ქალაქ ბანიასზე, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ბავშვი და დაშავდა ათი მშვიდობიანი მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ reuters-ი სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, ისრაელის მხრიდან საჰაერო იერიშის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.
„როგორც წერს, ისრაელი ძირითადად სირიაში დარტყმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს“, – აღნიშნავს მედიასაშუალება.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის დარტყმები სირიაზე მკვეთრად გაძლიერდა გასული წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.