ივანიშვილმა 2012 წელს ჰილარი კლინტონს წერილი გაუგზავნა, სადაც დემოკრატიის თანადგომას სთხოვს და წერს, რომ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა “ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანია” | წერილი ტელეკომპანია “ფორმულას” ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტმა მოიპოვა.
🔴 წერილში ივანიშვილი აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, ჰილარი კლინტონს ქართული დემოკრატიის თანადგომას სთხოვდა და საუბრობდა იმაზე, რომ ამერიკამ ქართველ ხალხს ამის შესახებ მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს. ამ წერილში ივანიშვილი საუბრობს, რომ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი და ამბობს, რომ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც მათი აზრით, სასარგებლოა “ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის”.
📍 “თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი მას შემდეგ, რაც ჩვენ, დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 20 წლის წინ. ქართველი ხალხი ელოდება მკაფიო სიგნალს, რომ ამერიკას ესმის და მხარს უჭერს მათ ოცნებებს დემოკრატიაზე. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც თქვენი აზრით, სასარგებლოა ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის” – წერს ივანიშვილი კლინტონისთვის გაგზავნილ წერილში 2012 წელს.