პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია ტრამპის თავშეკავებით ევროპელ მოკავშირეებთან მიმართებაში, რომლებიც თავხედურად იქცევიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია დონალდ ტრამპის თავშეკავებით ევროპელ მოკავშირეებთან მიმართებაში, რომლებიც თავხედურად იქცევიან.

ვლადიმირ პუტინი

„გულწრფელად რომ ვთქვა, გაკვირვებული ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თავშეკავებით მის [ევროპელ] მოკავშირეებთან მიმართებაში, რომლებიც გულწრფელად რომ გითხრათ, ასე თავხედურად იქცეოდნენ. ის კი საკმაოდ ინტელიგენტურად ეპყრობა მათ“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.