მარატ ხაირულინი: დღეს დილით არტიომოვსკის (ბახმუტი) რაიონული ადმინისტრაცია ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიკავეს!

სამხედრო კორესპონდენტი რუსული მხრიდან – მარატ ხაირულინი არტიომოვსკის (იგივე ბახმუტი) მიმართულებით არსებულ ვითარებაზე წერს:

მარატ ხაირულინი: დღეს დილით არტიომოვსკის (ბახმუტი) რაიონული ადმინისტრაცია ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიკავეს!

“ჩვენი მებრძოლების წინსვლა ქალაქში შეადგენს დაახლოებით სამიდან რვა სახლამდე, დღეში. ახლა მაღალსართულიან შენობებში მიმდინარეობს სროლები. ჩვენები იყენებენ საინტერესო ტაქტიკას: თუ მტერი ერთ ადგილას მაგრდება, ჩვენი ჯარები სწრაფად გადაჯგუფდებიან და 2-3 საათის შემდეგ სხვა ადგილას ურტყამენ. ძლიერი სნაიპერული ჯგუფები მუშაობენ დღე და ღამე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ საშინელი დანაკარგები, ისინი პანიკაში არიან. პერსონალში რეგულარულად არის ისტერიკა.

დილიდან ჩვენმა სამხედროებმა რაიონის ადმინისტრაცია დაიკავეს. შეტევა მიმდინარეობს ცენტრალური ბაზრის მხრიდან. არტიომოვსკის შიგნით იკვეთება ერთი “ტომარა” მეორე “ტომარაში”. დამოუკიდებლობის ქუჩასა და ბახმუტკას შორის პარკის ტერიტორიაზე მტერს აქვს გამაგრებული ტერიტორია. ახლა ის თითქმის გარშემორტყმულია ჩვენი მებრძოლებით”. –ოსტაშკო 

პარალელურად ამისა, უკროპრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ ბახმუტის დაკარგვის შემთხვევაში, უყრაინულ საზოგადოებას “დაღლა მოიცავს. ჩვენი საზოგადოება დაიწყებს ჩემგან იმის მოთხოვნას, რომ რუსეთთან კომპრომისს დავთანხმდე”.

ზელენსკი ასევე შიშობს, რომ ვლადიმირ პუტინი “ამ გამარჯვებას გაასაღებს დასავლეთზე, თავის საზოგადოებაზე, ჩინეთზე, ირანზე”, – იუწყება “რბკ“.