სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას – საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა“ და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები“.

მისივე განცხადებით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზაში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას.