საზარელი ამბავი: სალონიკში ქართველი ორსული ქალი მოკლეს – ქალის პარტნიორმა და მისი მეგობარმა სასიკვდილოდ ჭრილობები მიაყენეს და მერე ჯიბიდან 80 ევრო ამოაცალეს

სალონიკში 41 წლის ქართველი, ორსული ქალი მოკლეს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2024 წლის 1-ელ იანვარს მოხდა.

საზარელი ამბავი: სალონიკში ქართველი ორსული ქალი მოკლეს – ქალის პარტნიორმა და მისი მეგობარმა სასიკვდილოდ ჭრილობები მიაყენეს და მერე ჯიბიდან 80 ევრო ამოაცალეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალს ერთ-ერთ ბინაში, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით 39 წლის პარტნიორმა და მისმა 34 წლის მეგობარმა მიაყენეს, რის შემდეგაც მის ჯიბეში არსებული 80 ევრო აიღეს.

მედიის ცნობით, მოკლული ქალი, პოლიციამ, 8 იანვარს, ტყეში, მანქანის საბარგულში იპოვა.

სამართალდამცველებმა ქალის პარტნიორი და მისი მეგობარი 13 იანვარს დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება განზრახ მკვლელობაში, ორსულობის იძულებით შეწყვეტაში, ძარცვაში, იარაღის უკანონო ტარება-გამოყენებაში ედავება. ისინი ბრალს არ აღიარებენ.