ახალი იერიში ღაზას სექტორზე – დაღუპულია ათობით პალესტინის მოქალაქე

ისრალმა ღაზას სექტორზე ახალი იერიში მიიტანა. კონფლიქტის ზონაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები დაფიქსირდა.

ახალი იერიში ღაზას სექტორზე - დაღუპულია ათობით პალესტინის მოქალაქე

ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მართული ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ დაღუპულია ათობით პალესტინის მოქალაქე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები ალ-შიფას  საავადმყოფოსთანაც მიდის, სადაც დაშავებულ პაციენტებს მკურნალობენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, რომელსაც ასევე პალესტინელი მაღალჩინოსანი აქვეყნებს, მხოლოდ რვა ადამიანი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკ, ალ-მაღიზზე თავდასხმებისას. რაც შეეხება ისრაელის განმარტებას, ნეთანიაჰუს მთავრობა ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაცია განახლდა, თუმცა იუწყებიან, რომ მათი სამიზნე არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ ჰამასის სამხედრო პუნქტებია.