„ისრაელს თავს არ დაესხმებოდნენ, მე რომ ვყოფილიყავი აშშ-ის პრეზიდენტი“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კვლავაც ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, „ჰამასი“ თავს არ დაესხმებოდა ისრაელს, რუსეთი კი უკრაინას. მისივე თქმით, სიტუაციის „ძალიან მალე“ მოაგვარებს, თუ მას ხელახლა აირჩევენ.

„ისრაელს თავს არ დაესხმებოდნენ, მე რომ ვყოფილიყავი აშშ-ის პრეზიდენტი“ - დონალდ ტრამპი

„უკრაინის სიტუაცია საშინელია, ისრაელის სიტუაცია საშინელია. ჩვენ ამის მოგვარებას ვაპირებთ.

რუსეთი თავს არ დაესხმებოდა [უკრაინას], ისრაელს ისრაელს თავს არავითარ შემთხვევაში არ დაესხმებოდნენ [ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში]“, – ამბობს ტრამპი. 

ცნობისთვის, დონალტ ტრამპმა მანამდეც განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება „24 საათში შეეძლო“.

„პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ამ ომს ერთ დღეში დავასრულებდი“, – თქვა ტრამპმა გასულ ზაფხულს.