აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი ამხელს აშშ-ის ნამდვილ მიზნებსა და ე. წ. “დახმარებას” უკრაინაში

ეს არის ომი, რომლის მოგვარებაც რუსებმა არაერთხელ სცადეს უკრაინისთვის და ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებით. მთავარი რუსებისთვის ის იყო, რომ ნატო უკრაინაში არ შეგვეშვა. მსხვილ სამხედრო კონტრაქტორებს მუდმივად სურდათ ნატოში ახალი ქვეყნების მიღება. რატომ?

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი ამხელს აშშ-ის ნამდვილ მიზნებსა და ე. წ. "დახმარებას" უკრაინაში

პასუხი: იმიტომ, რომ ამა თუ იმ  ქვეყანამ,  რომელიც ნატოს წევრი ხდება, თავისი თავისი შეიარაღებები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ნატოს იარაღის სპეციფიკაციებთან. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ გარკვეული კომპანიები, როგორებიც არიან Northrop Grumman, Raytheon, General Dynamics, Boeing და Lockheed, თავიანთ სარგებელს ნახავენ.

მიჩ მაკკონელს ჰკითხეს, ნამდვილად შეგვეძლო თუ არა უკრაინაში 113 მილიარდი დოლარის გაგზავნა. მან უპასუხა, რომ არ ინერვიულოთ, სინამდვილეში ეს ფული უკრაინაში კი არ წავა, არამედ ამერიკელ თავდაცვის მწარმოებლებთან. ანუ თქვენ უბრალოდ აღიარებთ, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა? და როგორ ფიქრობთ, ვინ ფლობს თითოეულ ამ კომპანიას? – BlackRock. ტიმ სკოტმა რესპუბლიკელების დებატების დროს განაცხადა: არ ინერვიულოთ, ეს არ არის საჩუქარი უკრაინისთვის, ეს არის სესხი.

და რა არის სესხის პირობები, რომელსაც ჩვენ თავს ვახვევთ უკრაინას? პირველი: მკაცრი ეკონომიის პროგრამა. ასე რომ, თუ უკრაინაში ღარიბი ხართ, სამუდამოდ ღარიბი დარჩებით. მეორე და რაც მთავარია, უკრაინამ უნდა გამოიტანოს მთელი თავისი სახელმწიფო აქტივები მრავალეროვნულ კორპორაციებზე გასაყიდად, მათ შორის ყველა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – ყველაზე დიდი აქტივი ევროპაში.

მათ უკვე გაყიდეს ამ მიწის 30%. მყიდველები იყვნენ Dupont, Cargill და Monsanto. როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის ყველა ეს კომპანია? დიახ, იმავე “ბლექროკ”-ს (BlackRock). დეკემბერში კი პრეზიდენტმა ბაიდენმა გასცა კონტრაქტი უკრაინის აღდგენის შესახებ. და როგორ ფიქრობთ, ვინ მიიღო ეს კონტრაქტი? დიახ, “ბლექროკმა”.

ასე რომ, ისინი ამას ჩვენს თვალწინ აკეთებენ. მათ არც კი აინტერესებთ, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ყველაფრისგან თავის დაღწევა შეუძლიათ. და საიდან იციან ეს? იმიტომ, რომ მათ აქვთ სტრატეგია. და ეს სტრატეგია ძველია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში გვამყოფონ!

 

 რობერტ კენედი – აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი

წყარო: https://web.telegram.org/a/progressive/msg-1001699079887-1769:5352859067180138084

შეგახსენებთ, რომ რობერტ კენედიმ შარშან აშშ-ის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახური (CIA) ამხილა პრეზიდენტ ჯ. ფ. კენედის მკვლელობაში, რომელიც 1963 წელს მოხდა.